აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის პატივსაცემად პეკინში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა.
„მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ“, – განაცხადა ტრამპმა ბანკეტზე.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ისაუბრა ამერიკელი ვაჭარზე სამუელ შოუზე, რომელმაც 250 წლის წინ ჩინეთთან ივაჭრა, ბენჯამინ ფრანკლინზე, რომელმაც თავის გაზეთში ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის ციტატები გამოიყენა და აშშ-ის პრეზიდენტზე თეოდორ რუზველტზე.
„ისევე, როგორც ბევრ ჩინელს უყვარს კალათბურთი და ჯინსები, დღეს ამერიკაში არსებული ჩინური რესტორნები რაოდენობით აღემატება შეერთებული შტატების ხუთ უმსხვილეს სწრაფი კვების ქსელს ერთად აღებულს“, – დასძინა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ და მიუთითა ისეთ ღირებულებებზე, როგორებიცაა „შრომისმოყვარეობა“, „სიმამაცე“ და „მიღწევა“.
