უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა.
ზელენსკიმ დაწერა, რომ ღამით ოკუპანტის იერიშის შედეგად კიევში ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. დაშავებულები არიან ხარკოვისა და ოდესის ოლქებშიც. ნანგრევებში მოყოლილთა სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.
ზელენსკი წერს, რომ რუსეთი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ დაესხა თავს ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის ავტომობილებს.
ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ყველა ასეთ დარტყმას სამართლიანი პასუხი გაეცემა. საჭიროა მოსკოვზე ისეთი წნეხის განხორციელება, რათა მათ თავისი ტერორის შედეგები იგრძნონ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიომ სანქციები შემოიღოს. რუსეთის პასუხისმგებლობა ომზე და ჩვენი სასანქციო ზეწოლა სრული ძალით უნდა მუშაობდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ იყოს გაჩუმებული და უკრაინასთან იყოს“, – დაწერა ზელენსკიმ.
