აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა პეკინის მხარდაჭერა ირანისადმი, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან მნიშვნელოვანი პირობა მიიღო.
„მან [სი ძინპინმა] თქვა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა“, – განაცხადა ტრამპმა.
თუმცა, პრეზიდენტის თქმით, სამხედრო სფეროსგან განსხვავებით, ჩინეთი ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას არ გეგმავს. ტრამპის განმარტებით, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ირანული ნავთობის მსხვილი მომხმარებელია და ამ თანამშრომლობის გაგრძელება სურს.
კომენტარები
