ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 26 მაისს, ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე.
მისი თქმით, მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ დესტრუქციული სცენარები აღარ მუშაობს.
„არ ვიცი ვის აშინებენ ამ თავისი გამოსვლით. როგორც გამოვლენ, ისე შევლენ. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ექნებათ იმედი, რომ ხალხმრავალ აქციას მოაწყობენ. თუ რაიმე დესტრუქციული სცენარები აქვთ, არც იმის იმედი არ ექნებათ ნამდვილად, რომ ეს სცენარები გაუვათ იმიტომ, რომ ბოლო განვითარებულმა პროცესებმა, მათ შორის 4 ოქტომბრის წარმატებულად ჩატარებულმა ოპერაციამ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თითქმის სრულყოფილად იყო ჩატარებული კიდებ უკეთ დაანახა მათ და დაარწმუნა, რომ ეს მათი დესტრუქცია და მავნებლური სცენარები აღარ მუშაობს. რა თქმა უნდა გამოვიდეს ყველა ვისაც უნდა, რომ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე თუმცა ამ აგენტურას და ქვეყნის მოღალატე ადამიანებს ნამდვილად არაფერი ესაქმებათ 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. რადგან მათი მთელი მორალი და ძალისხმევა მიემართება იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ვიღაცაზე დამოკიდებული. რომ ემონებოდეს ოდიოზურ სახელმწიფოებს, ოდიოზურ პირებს, უცხოელ ლიდერებს, უცხოელ ძალებს და ეს არის მათი შინაარსი. ამ პირობებში ეჭვი მეპარება, რომ ისინი 26 მაისს აღნიშნავდნენ. თუმცა რა თქმა უნდა ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
