კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ. მათ შორის არის კრიშტოფერ ბრეიზა, რომელსაც ელენე მეტრეველი ეხმარებოდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა. მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე IPP-ის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია.
როგორც ირკვევა, მას არა მხოლოდ IPP-ისთან და ევროპარლამენტარებთან აქვს ახლო ურთიერთობა, არამედ, მათ შორის ის ახლო ურთიერთობაში იმყოფება რადიკალურ ოპოზიციასთან.
ოპოზიციასთან და საქართველოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ევროპარლამენტარებთან კავშირს ელენე მეტრეველი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ადასტურებს და არ მალავს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „იმედს“ევროპარლამენტში პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება ერთი წლით შეეზღუდა, საკუთარ მიღწევად მიიჩნევს.
