სასჯელაღსრულების სისტემაზე შემთხვევით არ დაწყებულა შეტევა, – ამის შესახებ „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა.
“ეს ყველაფერი არის არჩევნების წინ „ნაციონალების“ მიერ აგორებული შავი პიარი, რომელიც ამ უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ კახა კახიშვილმა პროკურატურისგან ამ საქმის გამოძიება მოითხოვა.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, სასჯელაღსრულების სისტემაზე შემთხვევით არ დაწყებულა შეტევა. ნაციონალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „ოცნებას“ იმ თემით გამოუთხარონ ძირი, რომლითაც მათი ხელისუფლებაში ყოფნა დასრულდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ციხის კადრებმა დაასრულა. ახლა „ნაციონალები“ ცდილობენ, ციხე შიგნიდან გატეხონ. ამის უამრავი მცდელობა იყო აქამდეც. ჯერ შიმშილობები დაიწყო, მერე საპატიმროებთან იმართებოდა აქციები. ციხე ისეთი სისტემაა, რომელიც ყველა ხელისუფლებისთვის არის პრობლემატური.
კახა კახიშვილმა ეს პრობლემა მოხსნა. აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ მისი მუშაობა უმაღლეს დონეზეა შეფასებული. „ნაციონალები“ ამას ვერ ეგუებიან და ცდილობენ, რაღაც საშინელება მოიგონონ“, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
წყარო: „ახალი თაობა“