აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაივანს სურს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და ჩინეთს გამოეყოს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, ტაივანს ჰგონია, რომ ამ საკითხში აშშ მას ზურგს უმაგრებს.
თუმცა, როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას სურს, რომ ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც ახლა არის.
„როცა ხდები დამოუკიდებელი, სარისკოა. უნდა გესმოდეს. მათ სურთ გახდნენ დამოუკიდებლები იმიტომ, რომ ომში ჩაერთონ, რადგან ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატები მათ ზურგს უმაგრებს. მე კიდე მსურს, რომ ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
