საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სამების ტაძარში საპატრიარქო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ პირველად აღავლინა.
მინისტრმა შვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში, რომელიც ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდა.









კომენტარები
