აბუ დაბის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად თავდასხმა განხორციელდა.
ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ.
უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა.
მომხდარს ადგილობრივმა მთავრობამ საშიში ესკალაცია უწოდა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი დრონი ქვეყანაში დასავლეთის მხრიდან შევიდა, აქედან ორის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა მესამე ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიასთან ახლოს ჩამოვარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი არ არის და თავდასხმას რადიოლოგიური უსაფრთხოების დონეზე გავლენა არ მოუხდენია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარტყმა აგრესიის მიუღებელ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანას უფლება აქვს, უპასუხოს ნებისმიერ მტრულ მოქმედებას.
„მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდებისა და ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების აშკარა დარღვევაა“, – აღნიშნეს სამინისტროში.
