კუბა აშშ-ზე დრონებით თავდასხმის შესაძლებლობას ტყუილს უწოდებს. ამის შესახებ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აშშ-მა მოიგონა დრონების საფრთხე, რათა ეკონომიკური სანქციებისა და შესაძლო სამხედრო შეჭრის გამართლება შეძლოს.
„კუბა არავის ემუქრება და ომი არ სურს. ქვეყანა ემზადება გარე აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გაერო-ს წესდებით აღიარებული კანონიერი თავდაცვის უფლების განხორციელების ფარგლებში“, – აღნიშნა როდრიგესმა.
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს კომენტარი მოჰყვა „აქსიოსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აშშ-ის სადაზვერვო მონაცემების თანახმად, კუბამ შეიძინა 300-ზე მეტი სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი, რადგან ჰავანა განიხილავს დრონებით იერიშს გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, ამერიკულ სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ ქი ვესტზე.
