ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ პლატფორმას ქართული მხარე ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენებს.
„ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ბაქოში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში აზერბაიჯანში ყოფნა. ამ პლატფორმას ვიყენებთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
