საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგნელები დაესწრნენ.
პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამეც.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე.
„პრეზიდენტის სასახლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ვუმასპინძლე.
შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.
შეხვედრაზე აქცენტი გავაკეთეთ მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე და აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელი ეკლესიების როლი მშვიდობის, ჰუმანიზმის, ტრადიციული ფასეულობების დაცვაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრაზე სტუმრებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოხატული გულწრფელი სამძიმრისა და თანაგრძნობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე“, – დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.
