საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს პარლამენტის წევრები საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს ესტუმრებიან და მის ხელმძღვანელობასთან გამართავენ შეხვედრას. დღის მეორე ნახევარში კი ქალაქ სიანში გაემგზავრებიან.
მანამდე ქართულ დელეგაციას პეკინში უკვე ჰქონდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრა. მათ შორის ქართველ დეპუტატებს უმასპინძლა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია ჩინეთში.
კომენტარები
