პეკინში გვქონდა მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ავიდეს უფრო მაღალ დონეზე, – განაცხადა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა.
მისი თქმით, ჩინეთის მხრიდან ასეთი ინტერესი, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
„შევეხეთ ძალიან ბევრ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს გამოიხატება როგორც დარგობრივი მიმართულებით, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასპექტში. ჩვენ ამით არ ვასრულებ შეხვედრებს, მივემგზავრებით შანსის პროვინციაში, სადაც გვექნება შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩინეთი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აზია-ევროპის დამაკავშირებელ გზაზე და მათი მხრიდან ასეთი ინტერესი როგორც ინვესტიციების კუთხით, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა სამხარაულმა.
