უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ ევრაევის განცხადებით, დრონების უმეტესობის ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილები იაროსლავლში მდებარე სამრეწველო ობიექტს დაეცა.
სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილების მოძრაობა იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო, თუმცა მოგვიანებით გზა გაიხსნა.
კომენტარები
