გერმანიის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ერთ-ერთი მოზარდის წინააღმდეგ, რომელმაც სოციალურ ქსელში ქვეყნის ყოფილ კანცლერს ოლაფ შოლცს შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში მოხდა. იმ დროს შოლცი კანცლერის თანამდებობას იკავებდა. მოზარდი ინტერნეტის სიჩქარით იყო უკმაყოფილო, რაშიც შოლცის მთავრობა დაადანაშაულა.
მან სოციალურ ქსელ X-ში შოლცის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს 503 ნახვა ჰქონდა. ამის გამო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მოგვიანებით დევნა შეწყდა, რადგან მოზარდმა პოსტი წაშალა.
კომენტარები
