აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში სროლა მოხდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
პოლიცია აცხადებს, რომ საფრთხე განეიტრალებულია.
ინციდენტი კლერმონტის რაიონში მდებარე მეჩეთში მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ დაახლოებით 30 გასროლის ხმა გაიგო.
სან დიეგოს მერმა, ტოდ გლორიამ განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია.
„საგანგებო სამსახურები ადგილზე არიან და აქტიურად მუშაობენ საზოგადოების დასაცავად“, – განაცხადა გლორიამ.
კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ოფისის განცხადებით, გუბერნატორი მიმდინარე ვითარების შესახებ უკვე ინფორმირებულია. მათი თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური ადგილობრივ პოლიციასთან კოორდინაციაში მუშაობს.
ისლამური ცენტრი სან დიეგოს ოლქის უდიდესი მეჩეთია, რომლის მრევლში 5000-ზე მეტი წევრია. ცენტრის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ალ რაშიდის სკოლა, სადაც რელიგიისა და ენის კურსები ტარდება.
უსაფრთხოების მიზნით ახლომდებარე სკოლები დაიხურა.
