თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მიესალმება საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.
„გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, არის სტრატეგიული პარტნიორიც. წლებია ჩვენს შორის ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ძალიან მიხარია, რომ თუნდაც ენერგეტიკული და სარკინიგზო მიმართულებებით ხელშეკრულებები გაფორმდა. რამდენიმე წლის შემდეგ, პირველად შესაძლებელი იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთმანეთთან სარკინიგზო გზით დაკავშირება, რაც ძალიან კარგია. ასევე, იცით, რომ ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანი, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
