არ ვფიქრობ, რომ შეიძლება რაიმე პასუხი გასცენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას. თვითონაც იციან, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
დეპუტატი ასე გამოეხმაურა დეპუტატი პრემიერ – მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.
„ევროკავშირის არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ გამოსულა და არ დაუგმია დანიის ხელისუფლების ეს [აქციის დაშლის] ქმედება. ის, რაც მათთვის არის მისაღები, რატომღაც მიუღებელია მათთვის ჩვენს ქვეყანაში. სათქმელიც არაფერი აქვთ, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ შეიძლება რაიმე პასუხი გასცენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას. თვითონაც იციან, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
კომენტარები
