პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეფექტური აღსრულება იმ საკანონმდებლო რეგულაციების, რომელიც აქამდეც მოქმედებდა.
„სახელმწიფო ვალდებულია პოზიტიურად იმოქმედოს პროაქტიული ტემპით იმ მძიმე სენის მიმართ, რასაც ჰქვია შუღლის გაღვივების, შეურაცხყოფის ენა, რომელსაც მუდმივად ვხედავთ და გვესმის სხვადასხვა ეთერიდან, პროპაგანდისტული პარტიების ტელევიზიების სოცქსელებიდან. კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს, აღსრულების მექანიზმებს შეიცავს ის სამმართველო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისდიქციაში შეიქმნება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
კომენტარები
