ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
დეპუტატი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ჩვენს ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს შინაარსიანი და საგნობრივი დისკუსიები და უნდა გამოვრიცხოთ სიძულვილის ენის დამკვიდრების მცდელობები, რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ვხედავთ. ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას“, – აღნიშნა ლაშხმა.
შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.
