ევროკავშირის გარკვეული ლიდერები იმ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მძევლები არიან, რომელიც საქართველოს მიმართ ჰქონდათ მიღებული, სწორედ ეს არის, რაც მათ მსგავსი ფაქტების აღიარებისას ხელს უშლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი თუ დანიაში ჩადენილ ძალადობას აღიარებენ, მაშინ მოუწევთ, ის ფაქტები და ძალადობრივი აქციები აღიარონ, რომელიც საქართველოში ხდებოდა.
„მათ საუბარი მოუწევთ 4 ოქტომბრის აქციაზე, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა იყო. დღეს ევროლიდერების დუმილს ვადევნებთ თვალყურს, რომელსაც ალბათ, ისინი გააგრძელებენ. მოლოდინი არ მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის წერილზე ევროკავშირისგან პასუხს მივიღებთ“, – განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართა.
