ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში ქვეყნის გაფართოებული სახმელეთო ოპერაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ოპერაციებს ლიბანში“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში და პოსტს უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ვიდეო დაურთო.
გავრცელებულ ვიდეოში ნეთანიაჰუმ ოპერაციის დეტალებზე უფრო ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედროები „ხმელეთზე მსხვილი ძალებით“ მოქმედებენ, რათა კონტროლი დაამყარონ „სტრატეგიულ ზონებზე“.
მანამდე, ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო ოპერაციები ლიბანის იმ ტერიტორიების მიღმაც გააფართოვეს, რომლებიც მანამდე ჰქონდათ დაკავებული.
კომენტარები
