ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მასშტაბი გააფართოვა. თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის მიზანი ჩრდილოეთ ისრაელში დრონებით თავდასხმების საფრთხის შემცირებაა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ დარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა.
25 მაისს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს ჰეზბოლას წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება უბრძანა, რის შემდეგაც „ცაჰალმა“ ჰეზბოლას 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყა.
კომენტარები
