გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.
„ქრონიკის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად იგი გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მანამდე ადვოკატზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველების მიერ ნაცემი პირი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მუშაობს, დაკავებული იყო 353-ე მუხლით, რაც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს.
ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. თავად დაზარალებული დამოუკიდებლად გადაადგილდება, თუმცა სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება.
კომენტარები
