გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძე განმარტავს, რატომ აიცილა პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ერთ-ერთი ბრალდებული მისი მეუღლის ნათესავია და გადაწყვეტილებაც ამ გარემოებიდან გამომდინარე მიიღო.
„საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესავური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს“, – განაცხადა ლევან დარბაიძემ.
კომენტარები
