აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად უილიამ პულტე დანიშნა, რომელიც განსახლების ფედერალური სააგენტოს დირექტორია.
„განსახლების ფედერალური სააგენტოს დირექტორსა და ორგანიზაციების Fannie Mae-ს და Freddie Mac-ის თავმჯდომარეს უილიამ პულტეს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ვნიშნავ“, – დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პულტე განსახლების ფედერალურ სააგენტოში, ორგანიზაციებში Fannie Mae-სა და Freddie Mac-ში წამყვან თანამდებობებს შეინარჩუნებს.
ცნობისთვის, 22 მაისს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო თანამდებობას ტოვებს.
კომენტარები
