მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამართალდამცავ სფეროში მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
We welcome the @OfficialPOG announcement today about the arrest of several individuals on charges of defrauding Georgian citizens related to illegal entry to the United States and document forgery. It is the result of months of strong law enforcement cooperation between the…
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) June 2, 2026
