გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მედიასთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეაფასა.
„ყოველგვარ ზღვარსაა გადასული გერმანიის ელჩის განცხადებები და მისი საქმიანობა საქართველოში. ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც მისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკუთარი ნეგატიური როლით ქართულ რეალობაში აზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
კომენტარები
