სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა მოახერხა ის, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში რადიკალურაც ნეგატიური როლი შეასრულა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩმა გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში ქსენოფობიური განცხადება გააკეთა.
„რატომღაც, საქართველოში მუშაობის პერიოდში იმ დასკვნამდე მივიდა, თურმე, საქართველო ეძებს ვინ გახდეს, რუსი, აზერბაიჯანელი, ფრანგი თუ? იმასაც ვერ ხვდება, რომ საქართველო არავის შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს. ქართველები ვართ, ქართველებად დავრჩებით. მისი მხრიდან საქართველოს ისე აღქმა, რომ სომხეთი, უნდა გახდეს, აზერბაიჯანი, ან თურქეთი, მისი ქსენოფობიური აზროვნების გამოხატულებაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები
