თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა. საუბარია ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.
„ეს არის ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც, რა თქმა უნდა ჩვენ, მოსამართლეებს და მთლიანად სასამართლო სისტემას გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც მთლიანად სახელმწიფო, ისე სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამ ინდექსის გამოთვლისას, მნიშვნელოვანი იყო ორი ძირითადი საკვანძო საკითხი – რამდენად არის სასამართლო დამოუკიდებელი როგორც გარე ძალების მიმართ, მედეგობის თვალსაზრისით, ასევე, რამდენად არის სასამართლო ეფექტიანი“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.
