აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.
„მინდა, რომ ხარჯები აგვინაზღაურონ, რადგან ვიცავთ მსოფლიოს ძალიან მდიდარ რეგიონს“, – განაცხადა მან. „ჩვენ ფულს ვხარჯავთ და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებაა – უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ანაზღაურებას მივიღებთ“.
„ეს თანხა ჩვენ არ გვჭირდება, თუმცა მოკავშირეების დაცვის კუთხით აუცილებელია“, – დასძინა მან და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მა „ძალიან ეფექტურად“ შეასრულა თავისი მოვალეობა ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაცვის საქმეში.
კომენტარები
