რუსეთის პეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ უფრო ძლიერი იერიშებით იმუქრება. ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოლაპარაკების ნაცვლად ბრძოლის გაგრძელების საბაბი უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე გახშირებული იერიშებით მისცა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები რუსეთში ნავთობის პროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ვფიქრობ, მდგომარეობა თანდათან გამოსწორდება. სადაც არ უნდა ეცადონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება, ჩვენ სარკისებურად ვუპასუხებთ, თუმცა რამდენჯერმე უფრო ძლიერი დარტყმებით. მოწინააღმდეგე ამას იგრძნობს, ვიმედოვნებ უკვე გრძნობს და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მზარდი მასშტაბით იგრძნობს“, – აცხადებს პუტინი.
კომენტარები
