მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა საფრანგეთის მემარჯვენე ძალების ლიდერს თავისი თითქმის ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ წელს ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, – წერს გამოცემა POLITICO.
„ის საფრანგეთის უკანასკნელი იმედია“, – დაწერა პლატფორმა X-ის მფლობელმა ილონ მასკმა ოთხშაბათს საკუთარ სოციალურ ქსელში. მასკმა ეს პოსტი მარინ ლე პენის მაღალი რეიტინგის საპასუხოდ გამოაქვეყნა.
გასულ კვირას მარინ ლე პენმა ოფიციალურად წამოიწყო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მეოთხე კამპანია. მანამდე, სააპელაციო სასამართლომ მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება დართო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპარლამენტის სახსრების გაფლანგვაში იყო დამნაშავედ ცნობილი.
ლე პენი კვლავ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და საქმის გასაჩივრებას უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში განაგრძობს.
