აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის.
მედიის ცნობით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასშტაბური დაბომბვის დაწყებას განიხილავს.
აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები უახლოეს დღეებში გააფართოოს. ამჟამად ბენ გურიონის აეროპორტში აშშ-ის საჰაერო საწვავის შესავსები 33 თვითმფრინავია გაჩერებული.
როგორც მედია წერს, განსახილველ ვარიანტებს შორისაა ირანის ინფრასტრუქტურული ობიექტების, მაგალითად, ელექტროსადგურების დაბომბვა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე მეტი თავდასხმის განხორციელება, რათა ირანის გამდიდრებული ურანი კიდევ უფრო ღრმად დამარხონ და პიკაქსის მთის მიწისქვეშა ობიექტის დაბომბვა, სადაც, სავარაუდოდ, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მზადაა სამხედრო ესკალაციისთვის, რათა ძლიერი ზიანი მიაყენოს ირანის ხელისუფლებას.
