პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების დაკანონების უფლებას ეხება. კანონპროექტი რომელიც პოლონეთის პარლამენტმა მიიღო, სრულწლოვან წყვილებს განურჩევლად სქესისა, თანაცხოვრების შეთანხმების გაფორმების უფლებას აძლევს.
კაროლ ნავროცკის განმარტებით, ის როგორც კონსტიტუციის დამცველი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქორწინების განსაკუთრებული სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს, პოლონეთის კონსტიტუციაში კი ქორწინება განსაზღვრულია როგორც ქალისა და კაცის კავშირი.
კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პოლონეთი ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს იურიდიულად აღიარებდა.
კომენტარები
