საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მკაცრად დაგმო ირანის უსაფრთხოების სამსახურების ქმედება თეირანში მყოფი ორი ფრანგი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიზიკურად იძალადეს.
როგორც მინისტრმა ფრანგულ სააგენტო AFP-სთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, კვირა საღამოს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი უმიზეზოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
დაკავების პერიოდში ისინი დაკითხეს, ხოლო ერთ-ერთ დიპლომატზე ფიზიკურად იძალადეს. პარიზის შეფასებით, ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური იმუნიტეტების „ღია და უხეშ დარღვევას“.
გარკვეული დროის შემდეგ დიპლომატებმა საფრანგეთის საელჩოში დაბრუნება შეძლეს.
კომენტარები
