საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ ეხმაურება ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
„ნელ-ნელა საღი აზრი იმარჯვებს გერმანიის ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ მზად და ღია ურთიერთობისთვის. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანიასთან, გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობა, ამ მეგობრობის ბოლომდე აღდგენა. ის რაც თავის დროზე აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა გააფუჭა საკუთარი ქმედებით, მისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით, გვინდა რომ ეს ყველაფერი აღდგეს. ბურთი ნამდვილად გერმანიის მხარეს არის. საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის მხრიდან ერთმანეთს დაემთხვა“, – აცხადებს მათიკაშვილი.
