საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს!
თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.
თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ამ რეალობაში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თქვენი ყოველდღიური, ხშირად საზოგადოების თვალისთვის უხილავი საქმიანობა, რომელიც ემსახურება საფრთხეების დროულ გამოვლენას, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფას. თქვენი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სამშობლოსადმი ერთგულებით დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული ამოცანების წარმატებით შესრულების პროცესში.
მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისა და თავდადებისთვის.
გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცესა და წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მილოცვის წერილში.
