უკრაინის პარლამენტის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ფრონტზე ჯარისკაცების მობილიზაციის პროცესში მასშტაბური კორუფციაა. მისი თქმით, ომში ღარიბები მიდიან, ხოლო ვისაც ფული აქვს, ფრონტზე გაწვევას თავს კორუფციული სქემების საშუალებით არიდებს.
ლუბინეცი ამბობს, რომ სამხედრო ასაკის მამაკაცი ქუჩასა და ტრანსპორტში დაკავებისას 10 000 დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ თავისუფლდება, ტარიფი იმატებს, თუკი ის სამხედრო კომისარიატის შენობაში მიიყვანეს.
„ვხედავ, რომ ახლა, ჩემი აზრით, შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში ყველაფერი დადგენილი პროცედურების დაცვით ხდება. დარჩენილ 90%-ში კი საქმე ეხება უკრაინის მოქალაქეთა უფლებების პირდაპირ დარღვევას“, – აღნიშნა ლუბინეცმა.
კომენტარები
