მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, – წერს Euronews-ი.
პოლონეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ პოლონური პრესისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, პოლონეთში ეროვნული ნიშნით მოტივირებული თავდასხმების რაოდენობა სტაბილურად იზრდება.
მიმდინარე თვეში ფართო რეზონანსი მოჰყვა ბიელსკო-ბიალას მუნიციპალურ ავტობუსში უკრაინელი მოზარდი გოგონების წინააღმდეგ განხორციელებულ უხეშ თავდასხმას. ზრდასრულმა მამაკაცმა გოგონები სიტყვიერად შეურაცხყო, დაემუქრა და შეავიწროვა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი უკრაინულად საუბრობდნენ.
და ეს მხოლოდ ერთი ინციდენტია იმ 180 შემთხვევიდან, რომლებიც პოლიციას 2026 წლის პირველ ნახევარში აცნობეს.
მონაცემები ცხადყოფს, რომ პოლონეთში უკრაინელების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.
2024 წელს პოლონეთში მცხოვრებმა უკრაინელებმა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ პოლიციას 267 განცხადებით მიმართეს. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 275-მდე გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში შესული 180 შეტყობინება კი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უკვე 30%-ზე მეტ ზრდას, ხოლო 2024 წელთან შედარებით თითქმის 35%-იან მატებას წარმოადგენს.
