ზედიზედ მე-12 ღამეა, რაც აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებს ახორციელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა, მთავარსარდლის მითითებით, ირანის სამხედრო ობიექტებზე დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყო.
„მისია გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს, რომლებიც რეგიონულ წყლებში გადაადგილდებიან“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
კომენტარები
