უნგრეთის პრემიერ-მინისტრს პეტერ მადიარს შეაფურთხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინციდენტი ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურზე მოხდა, სადაც პეტერ მადიარი ტრანსპორტისა და ინვესტიციების მინისტრთან დავიდ ვიტეზისთან ერთად იმყოფებოდა.
მათ მოულოდნელად უცნობი მამაკაცი შეძახილებით მიუახლოვდა, შემდეგ კი მადიარს ზურგში შეაფურთხა.
უცნობია, თუ რატომ შეაფურთხა მამაკაცმა მადიარს. მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერის დაცვამ ინციდენტის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან გაიყვანა.
კომენტარები
