რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს დილით ერთ-ერთმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
მისი განცხადებით, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დრონი F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის მეშვეობით ჩამოაგდეს.
„დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე, რუმინელმა მფრინავმა F-16 ტიპის თვითმფრინავიდან ჩამოაგდო დრონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ტერიტორია დაუსახლებელი იყო, ამიტომ მფრინავს შეეძლო ცეცხლის გახსნა ყოველგვარი რისკის გარეშე. ამჟამად შესაბამისი უწყებები შემთხვევის ადგილს იკვლევენ, რათა მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დაადგინონ“, – დაწერა დანმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის ეკუთვნოდა დრონი, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
კომენტარები
