რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათში ზედიზედ მეორედ ჩამოაგდეს დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
როგორც დანმა დაწერა, 25 ივლისს, დილით ქალაქ სფანტუ გეორგედან 10 კილომეტრში კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს.
„დრონი რუმინელმა პილოტმა F-16 ტიპის გამანადგურებლით ჩამოაგდო“, – დაწერა დანმა.
ცნობისთვის, გუშინ რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დრონი ჩამოაგდო.
კომენტარები
