აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში 28 ივლისს შეხვდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემას უკრაინაში წყარომ აცნობა, რომ ზელენსკი დაინტერესებულია შეერთებულ შტატებში ჩასვლით, თუმცა მისი გუნდი ტრამპის განრიგის ოფიციალურ დადასტურებას ელოდება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავენ, რომელსაც რუსულ მხარეს წარუდგენენ.
კომენტარები
