ინდოეთის განათლების მინისტრი მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.
დჰარმენდრა პრადჰანიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მე, პრემიერ-მინისტრს გადადგომის წერილი გავუგზავნე. ძალიან დიდ პატივს ვცემ ახალგაზრდების მისწრაფებებს, გრძნობებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს“, – დაწერა პრადჰანმა.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ინდოეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ახალგაზრდული მოძრაობის, „ტარაკნების პარტიის“ ორგანიზებით დემონსტრაციები გაიმართა. პროტესტის მიზეზი განათლების სისტემითა და ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების სიმცირით გამოწვეული უკმაყოფილება იყო, თუმცა უშუალო საბაბი გახდა სამედიცინო უნივერსიტეტებში მისაღები ეროვნული გამოცდის სკანდალი, სადაც 130 ათასამდე ადგილისთვის ორ მილიონზე მეტი მსურველი იბრძოდა. მედიის ცნობით, აბიტურიენტთა ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გახდა საგამოცდო საკითხები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ გაიყიდა. საბოლოოდ ხელისუფლებამ შედეგები გააუქმა და გამოცდის ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. ასევე, მედიის ცნობით, ამ სკანდალს 20-ზე მეტი სტუდენტის სავარაუდო თვითმკვლელობა უკავშირდება.
