უკრაინამ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური დარტყმა განახორციელა. ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ნაწილობრივ დაინგრა კერძო სახლი, დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ბინასა და 15-ზე მეტ ავტომობილს.
ბელგოროდის რამდენიმე ქუჩაზე გამოირთო გარე განათება, თუმცა ქალაქის ზოგ ნაწილში ის მალევე ჩართეს. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე დარჩა.
კომენტარები
