აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მათ ვერ მოისყიდი – მათ უნდა სძლიო და ჩვენ მათ ბოლოს მოვუღებთ. თუმცა, ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა ძალიან მეგობრული მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აღნიშნა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.
კომენტარები
