კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. პოლიციის ცნობით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დროს საელჩოსთან ახლოს საეჭვო თეთრი სედანი შეამჩნიეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მან მიმალვა შეძლო. გასროლილი ჰილზა კი საელჩოს ფასადზე აღმოაჩინეს. შენობის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს.
ეს მიმდინარე წელს კანადაში ამერიკის დიპლომატიურ მისიასთან მომხდარი მეორე ინციდენტია.
კომენტარები
